საია ისნის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში არასრულწლოვნის ინტერესებს დაიცავს. ინფორმაციას ორგანიზაცია თავად ავრცელებს.
მათივე თქმით, უახლოეს პერიოდში საიას ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით. მასალების გაცნობის შემდეგ კი, არასრულწლოვანთან შეთანხმებით, დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საია გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის"- აცახდებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.