აჭარის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე უცნობია გადაჰყავთ თუ არა პოლიციის მაღალჩინოსანი სხვა თანამდებობაზე, ან ვინ დაიკავებს რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობას.
ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მას საზოგადოება საქართველოს ბანკის ძარცვის საქმიდან იცნობს, მან ბადრი ესებუას მოთხოვნილი თანხა გადასცა და ბანკის დატოვებისას მძევლად გაჰყვა.