ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უკრაინა-რუსეთის საკითხი განიხილეს

25 იანვარი 2022, 10:08 953 ნახვა

ჯო ბაიდენმა ევროპის ლიდერებთან ვიდეოზარის მეშვეობით დიალოგი გამართა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების ზრდის გამო და გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს არსებული დაძაბულობის დიპლომატიური გადაწყვეტის საერთო სურვილი და ასევე განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში