მთავრობის შეთავაზება და დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

24 იანვარი 2022, 14:33 829 ნახვა

პრემიერის განცხადებით, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა ოჯახების პრობლემის მოსაგვარებლად გეგმა შემუშავებულია და მათ ორ გზას სთავაზობენ.  ერთი ბინის შესყიდვა, კვადრატულის 550-თ დოლარად, ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები მთავრობის შეთავაზებას არ იზიარებენ, მინისტრს განცხადებით მიმართეს და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათ ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ შენობა, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, ამორტიზებულია, იშლება და საფრთხის შემცველია, ცვივა ბათქაში და დაზიანებულია საძირკველი.

დევნილები განცხადებაში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზება პრობლემის მოგვარების მექანიზმს არ წარმოადგენს და შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვენ. ისინი უწყებას გამოსავლის საკუთარ გზებსაც სთავაზობენ. ითხოვენ გაიზარდოს ის თანხაც, რასაც სახელმწიფო დევნილების მიერვე მოძიებულ ბინებში გადაიხდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში