საგარეო საქმეთა მინისტრი - „საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“

24 იანვარი 2022, 12:08 1161 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში საქართველოს ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა  გაავრცელა. განცხადებები არ გაუკეთებიათ არც პრემიერს და არც პრეზიდენტს.

დავით ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას ტვიტერზე შეუერთდა. ის წერს, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ" - წერს ზალკალიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში