ვინ მიიღებს ბინას სოციალურ სახლში? - კომისიის სხდომა

24 იანვარი 2022, 14:06 3527 ნახვა

ვინ მიიღებს ბინას სოციალურ სახლში? – კომისიის შემაჯამებელი სხდომა დილიდან მიმდინარეობს ქედაში. კომისიამ 18 ოჯახთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მუშაობა დარჩენილია ორ ბინაზე, მსურველები კი 21 განაცხადიდან უნდა შეირჩეს. საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთეს ოპოზიციაშიც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფელ პირველ მაისში აშენებულ სოციალურ სახლში ბინების დროულ განაწილებას მოითხოვს.

მერის თქმით, სამუშაოები შრომატევადია, მოითხოვს დოკუმენტაციის და არსებული სიტუაციის დეტალურ შესწავლას.

სოფელ პირველ მაისში ხუთ სართულიანი საცხოვრებელი გასულ წელს აშენდა, რისთვისაც მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. აქ 20 ბინაა მოწყობილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი