ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია ხულოში

04 ოქტომბერი 2024, 10:03 313 ნახვა

ხულოში ცენტრალურ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სკვერის მიმდებარედ არსებულ  ადმინისტრაციული შენობების ფასადებს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს  ბავშვთა გასართობი ზონები,  გარე განათება, საფეხმავალო ბილიკი, შადრევანი.

გათვალისწინებულია  გამწვანების სამუშაოებიც.  სამუშაოებისთვის  ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე სატენდერო წინადადების მიღება დასრულებულია და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში