სოფელ ჭალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

15 ნოემბერი 2024, 14:29 7805 ნახვა

ხანძრის შედეგად შვიდ წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა შუახევში, სოფელ ჭალაში. დაზარალებულებმა ვერ შეძლეს საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა. მთლიანად განადგურდა პირველ სართულზე განთავსებული მაღაზიაც. დაზარალებულის ინფორმაციით, განადგურდა დაახლოებით ასი ათასი ლარის პროდუქტი და ინვენტარი.

ოჯახის ერთ-ერთ წევრს მიღებული აქვს მცირედი დამწვრობა ხელებზე.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები. თვითმმართველობაში განმარტეს, რომ ოჯახს დროებით, ქირით გაიყვანენ, დაეხმარებიან სამშენებლო მასალებით, ასევე დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ სპეციალური კომისია იმსჯელებს კომპენსაციის საკითხზე.

გამოძიება 187-ე მუხლითაა დაწყებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში