მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 352 მილიონს გადააჭარბა

24 იანვარი 2022, 10:54 719 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 352 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ვარაუდით, მარტში ევროპელების 60% ომიკრონის შტამით იქნება ინფიცირებული. ომიკრონის შემთხვევების პიკს პროგნოზირებენ შეერთებულ შტატებშიც.

მონაცემების მატების გამო ახალი რეგულაციები დაწესდა ახალ ზელანდიაში. პეკინში კი ოლიმპიადის დაწყებამდე 2 მილიონი ადამიანის ტესტირება იგეგმება. 

კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს ბელგიაში, სადაც პოლიციამ 50 ათასამდე დემონსტრანტი წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი