კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქალაქეების შეკითხვებს ექიმი -ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობდა.
საინფორმაციო შეხვედრები ბათუმელების პროექტ „ მოგზაური ბიბლიოთეკის „ კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ოცნების ქალაქში. პროექტის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებულობა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვაა. 22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 651 265 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 1 205 638 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 42.0%