ვითხოვთ პასუხებს, რატომ არ მიეწოდება მოსახლეობას შუქი, გაზი, წყალი, რატომ არაა მოწესრიგებული გზები - ენმ

21 იანვარი 2022, 12:51 3181 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქობულეთის მერიაში ბრიფინგი გამართეს.

საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლაშა კომახიძის განცხადებით ქობულეთის მერიამ მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს და ის პრობლემები აღმოფხვრას რაც მათ აწუხებთ.

მისივე განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთი პირი დაუკავშირდა, რომლებსაც გზის, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვს, თუმცა მათზე შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

"პირველი გადაწყვეტილება, რაც ქობულეთის ახალშეკრებილმა საკრებულომ მიიღო იყო ის რომ, მაღალჩინოსნებს ხელფასები მოუმატა. ჩვენგან მოსახლეობა ითხოვს კონრეტულ პასუხებს თუ რატომ არ მიეწოდებათ შუქი, გაზი, რატომ არ არის მოწესრიგებული გზები, მათ შორის ცენტრალური გზები. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ცენტრალურს მოსახლეობა ქირაობს გარკვეული დროის განმავლობაში და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი გზა, შუქით და ბუნებრივი აირით მომარაგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ ვიცი ქობულეთის მერია როგორ მუშაობს  და რას აპირებს საერთოდ. მოსახლეობა გვირეკავს ყოველდღიურად და ითხოვს დახმარებას. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ხმა მივაწვდინოთ მერს და სხვადასხვა სამსახურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დაუდგენ მოსახლეობას გვერდით, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები.

რამდენიმე დღის წინ ჩაქვში სახლი დაიწვა იმის გამო, რომ გზა არ იყო გაწმენდილი, ეს არის სირცხვილი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ეს არის უნიათობის მკაფიო მაგალითი. მოვუწოდებ მერიას იყვნენ ქმედითები"-განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ქობულეთის მერის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხი რომ აინტერესებდეს პირველ რიგში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიდა და ასეთ კითხვებს არ დასვამდა.

"24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციული ცენტრი, დარჩენილია მხოლოდ ერთი - ჭახათი. ეტაპობრივად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოწესრიგება. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფები სისტემის გამოსწორებისთვის და ეტაპობრივად აბონენტებს მიეწოდებოდა შუქი. ახლაც მუშაობენ და ცდილობენ დღის ბოლომდე ყველა აბონენტს აღუდგეს მიწოდება.

დარჩენილია რამდენიმე სოფელი და აღდგება ამ სოფლებშიც, მაგალითაც აჭყვისთავში, ხალაში.

გაზის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩვენთან შეტყობინება არ შემოსულა, რაც შეეხება წყალს რამდენიმე სოფელშია შეზღუდვა ძლიერი ყინვის გამო"- განაცხადა ლევან ზოიძემ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი