კოვიდვითარება გართულდა

18 იანვარი 2022, 20:10 980 ნახვა

საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერადად და "ბუსტერ" დოზით ვაქცინირებული იყო, რამაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეამცირა.

1200-მდე ინფიცირებულიდან საავადმყოფოში მოთავსება 14-ს დასჭირდა, რაც ჯანდაცვის უწყების განმარტებით, დაბალი მაჩვენებელი არ არის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ "ომიკრონი" ვაქცინირებულ პაციენტებში მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ახალი შტამის ერთ-ერთი თვისებაა, რომ აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა შემთხვევების მატებასთან ერთად ჰოსპიტალში არ იზრდება ინტენსიურ თერაპიასა და რეანიმაციაში მყოფი პაციენტების რიცხვი.

ახლა, ინფიცირებულების ნახევარი ომიკრონ შტამით დადებითია, რაც ჯამში იმას ადასტურებს, რომ ინფიცირებულთა უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომი აქვს, თუმცა ეპიდემიოლოგები მოსახლეობას გათამამებას არ ურჩევენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი