სოციალური პროტესტი ქვეყანაში არ წყდება. სოციალური აგენტები დღესაც გააპროტესტებენ მათ სამუშაო პირობებს და ისევ შეახსენებენ ახლად დანიშნულ ჯანდაცვის მინისტრს, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები მათი ყოველთვიური ანაზღაურების მომატების მიზნით, ასევე გაუმჯობესდეს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული რიგი საკითხი.
ზურაბ აზარაშვილი მისივე უწყების 400 თანამშრომელს გუშინ არ შეხვდა, უცნობია ექნება თუ არა მზაობა მინისტრს უკვე დღეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი ისევ გაფიცულია აჭარაში.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში მოლაპარაკების იმედი აქვთ. ვაჟა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ მოქალაქეთა მომსახურებას შეფერხება არ შექმნია, თუმცა აღიარებს, რომ ასე მუშაობა რთულია და საჭიროა თანამშრომლები პროცესს დაუბრუნდნენ.
მოქალაქეებიც მივიდნენ დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ცხელ ხაზზე დაკავშირება ვერ შეძლეს.