დღეიდან საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
სასწავლო პროცესი განახლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებშიც.
გამონაკლისია სოფელ აჭყვას და საჩინოს საჯარო სკოლები, სადაც დასწრებით სწავლება არ დაწყებულა.
მიზეზად სკოლებში ტექნიკური პრობლემა სახელდება. საჩინოს საჯარო სკოლას რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. რაც შეეხება ქვედა აჭყვას სკოლას, აქ გათბობა არ ჩაირთო. მიზეზად ტექნიკური გადაიარაღება სახელდება. სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემა კვირის ბოლომდე მოგვარდება.
ორივე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.
ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე ამბობს, მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, სკოლებში მოსწავლეების გამოცხადება საკმაოდ დაბალია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 46-საჯარო და 3-კერძო სკოლაა.
რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს, დილიდან ყველა სააღმზრდელო დაწესებულება გაიხსნა. ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ია ხალვაშის განცხადებით,, მუნიციპალიტეტის 29-საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, აღსაზრდელების სწრებადობის მაჩვენებელი, უხვი ნალექის გამო საკმაოდ დაბალია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ჯამში 2400 აღსაზრდელია რეგისტრირებული.