ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ ორ ახალ პრეპარატს - ბარიციტინიბსა და სოტროვიმაბს - რეკომენდაცია გაუწია. ამის შესახებ განცხადება ჯანმო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ბარიციტინიბი არის სინთეზური პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მძიმე ან კრიტიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
სოტროვიმაბი რეკომენდებულია კორონავირუსის მსუბუქი კურსის მქონე ადამიანებისთვის.
წამლების ეფექტურობა ახალი ვარიანტების, კერძოდ, ომიკრონის შტამის წინააღმდეგ, ჯერ არ არის დადგენილი.