საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

14 იანვარი 2022, 10:49 927 ნახვა

14 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1661 პირი.

გუშინ საქართველოში 60 753 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.84%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა - 587, იმერეთი - 434, ქვემო ქართლი - 159, შიდა ქართლი - 254, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც:

4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 852, აჭარაში - 596, იმერეთში - 797.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში - 445, აჭარაში - 128, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 45, იმერეთში - 25.

2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 300 - თბილისში, 539- აჭარაში.

39 853 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 3.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი