რეზო ამაშუკელის დაკრძალვა

13 იანვარი 2022, 18:25 1299 ნახვა

პოეტი რეზო ამაშუკელი  საბურთალოს ახალ სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც  იმყოფებოდნენ მისი ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები.  ოჯახს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიუსამძიმრა, რომელიც სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.  

რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში 10 იანვარს გარდაიცვალა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის საპატიო მოქალაქე .  1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი