ყაზახეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

13 იანვარი 2022, 13:39 964 ნახვა

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის კარიმ მასიმოვის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყო. დაკავებულია მისი ორი მოადგილეც. 

სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ მასიმოვს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

56 წლის მასიმოვს ყაზახეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობა ორჯერ ეკავა, 2016 წლის შემდეგ იგი ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა.  

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტინგენტი ქვეყნის დასატოვებლად უკვე ემზადება.

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ქალიშვილმა ალია ნაზარბაევმა სოციალური ქსელით  თანამოქალაქეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა მამის მორალური მხარდაჭერისთვის.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში