გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები გამოცდას 10 თებერვალს ჩააბარებენ.
"სტუდენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის თაობაზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე, სურვილის შემთხვევაში - წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით"- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.