UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა  მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

07 იანვარი 2022, 12:59 1085 ნახვა

UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. 

მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული, სადაც აღნიშნულია, რომ ლექსო ლაშქარავა მოკლულია 5 ივლისს საქართველოში.

UNESCO წერს, რომ ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში, ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის დროს, ღირსების მარშის გაუქმების შემდეგ, მძიმედ დაშავდა და 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

TV პირველის ოპერატორის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში