ალილო მრევლის გარეშე ჩატარდება

07 იანვარი 2022, 12:10 1190 ნახვა

დღეს შობაა. მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მრევლი დღესასწაულს 40 დღიანი მარხვის შემდეგ ზეიმობს, ღამით ფანჯრებთან სანთელს ანთებენ, უკვე შობის დილას კი ალილოში მონაწილეობენ. თუმცა მსვლელობა დღეს  ეპიდვითარების გამო  მრევლის გარეშე ჩატარდება.  

ამ წუთებში სასულიერო პირები ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან იკრიბებიან. სწორედ მხოლოდ მღვდლების მონაწილეობით იქნება მსვლელობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში