საქართველოში კორონავირუსის 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

06 იანვარი 2022, 10:52 993 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2105 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 236 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 593, „პისიარ“-ტესტით – 16 643.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,65%, ბოლო 14 დღის – 6,18%, ბოლო შვიდი დღის – 7,43%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 949 176 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 908 813 გამოჯანმრთელდა, 14 082 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 536 824 აცრა, დღიურად აცრილია 7 867.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი