დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები მაღალმთიანეთში

03 იანვარი 2022, 17:45 1011 ნახვა

უხვმა ნალექმა განსაკუთრებით პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაში. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გადაუდებლად თოვდა გუშინ მთელი დღის განმავლობაში. თოვლის საფარი  მაღალი  ზონებში სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო  დაბალ ზონაში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრია.  დიდთოვლობის გამო შეზღუდულია მოძრაობა როგორც ცენტალურ, ასევე შიდა სასოფლო გზებზე,   ცენტრალურ მაგისტრალზეც,  კურორტ გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე  მოქალაქეები ვერ გადაადგილდებიან და ისინი დახმარებას ითხოვენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით მოძრაობა. ეტაპობრივად იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. ხულოში გზის გაწმენდის პროცესში-14 ერთეული სპეციალური ტექნიკაა ჩართული, 11-კი შუახევში.  რაც შეეხება ელექტროენერგიას, ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოში შუქი 9 თემს არ მიეწოდება. უამინდობის გამო დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენები, ამ ეტაპზე კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობს ავარიული შემთხვევების აღმოსაფხვრელად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი