ახალი ზელანდია მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა, სადაც 2022 წელს უკვე შეხვდნენ. ამის შემდეგ ახალი წელი ავსტრალიაში მოვა. სიდნეიში ტრადიციული ფოიერვერკებია დაგეგმილი. პირველები კი 2022 წელს კირიბატში, იგივე შობის კუნძულზე შეხვდნენ. ასევე, 2022 წელს შეხვდა კუნძულოვანი სახელმწიფო სამოა, რომელიც სამხრეთ წყნარ ოკეანეში მდებარეობს და ამავე სახელწოდების არქიპელაგის დასავლეთ ნაწილს იკავებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებები ან გაუქმდა, ან შეზღუდვებით გაიმართება.