ტაქსებში, საბაგირო ტრანსპორტსა და სანაოსნო საშუალებებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა

30 დეკემბერი 2021, 19:32 1267 ნახვა

ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა 80 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება იმ ავტომობილში, რომლითაც არასრულწლოვნების გადაყვანა მოხდება.

კანონპროექტით, დარღვევის შემთხვევაში ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება. ხოლო თუ მძღოლი, რომელსაც არასრულწლოვანი გადაჰყავს, თამბაქოს მოწევს, ის 50 ლარით დაჯარიმდება.

  • ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ისეთი სამართალდარღვევებისთვის სანქციის დაკისრებას, როგორიცაა:
  • თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
  • მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანისას;
  • თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით.
  • ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების ისეთი დიზაინი, რომელიც ახდენს არ შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა.

კანონპროექტის ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები ვლადიმერ კახაძე და დიმიტრი ხუნდაძე არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი