2021 წლის ბოლო დღე ღონისძიებებით დატვირთული იქნება ბათუმში. დღის განმავლობაში ანიმატორები იზრუნებენ ბავშვების განწყობაზე, იქნება ილუზიონისტი, აკრობატები, ცეცხლოვანი შოუ და, რა თქმა უნდა, გალა კონცერტი, რომელიც 22 საათზე დაიწყება. 2022 ის შემოსვლას ზღვისპირა ქალაქი ფოიერვერკით შევხდება, ღონისძიებები კი 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.