თურქეთში ახალი წლიდან სოციალური ქსელების მომხმარებლები დაიბეგრებიან

30 დეკემბერი 2021, 17:40 1392 ნახვა

თურქეთში სოციალური ქსელებიდან შემოსავალი დაიბეგრება. 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის კანონი სოციალურ ქსელებში გავლენიანი პირებისა ან ონლაინ კონტენტის ავტორების შემოსავლების საფუძველზე, მათ შორის რეკლამიდან გადასახადების გადახდის შესახებ.  15%-იანი გადასახადი წესდება იუ-თუბერებისთვის, რომლებიც 2022 წელს 73 ათასამდე  ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებენ. დეკლარაციის წარდგენა არ იქნება საჭირო, თუ ისინი თურქეთის ერთ-ერთ ბანკში ანგარიშს გახსნიან.  კანონისადმი დაუმორჩილების შემთხვევაში მათ ჯარიმა დაეკისრებათ. 2020 წელს  თურქეთის 14 ათასამდე მოქალაქემ სოციალური ქსელებიდან  333 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში