ბათუმში მგზავრობის ტარიფის შესაძლო გაძვირება თვითნებურია - გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს

30 დეკემბერი 2021, 17:38 4318 ნახვა

დაჯარიმდება იმ  მიკროავტობუსის  მძღოლი,  ვინც  მგზავრობის ტარიფს თვითნებურად გაზრდის და მგზავრს  50-ის ნაცვლად 70 თეთრს გადაახდევინებს.  ბათუმში,  პირველი იანვრიდან საფასურის გაზრდის შესახებ მგზავრებს მიკროავტობუსებში გამოკრული განცხადებით ატყობინებენ.  მოქალაქეები გაძვირებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ  მათი სოციალური მდგომარეობა გაძვირებულ მგზავრობას ვერ აიტანს. მძღოლები  კი ამბობენ,  რომ გადაწყვეტილება საწვავის ფასის მიხედვით მიიღეს. მძღოლების  ინიციატივას საკრებულოს მხარდაჭერა სჭირდება. საკითხის  დღის წესრიგში შეტანას მერიის შესაბამისი სამსახური გეგმავს, თუმცა გაძვირება თუ არა საბოლოოდ მგზვარობის ფასი, ეს დეპუტატებზეა დამოკიდებული. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში