თურქი მინისტრი სამამულო წარმოების ვაქცინით აიცრა

30 დეკემბერი 2021, 14:55 1096 ნახვა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ რევაქცინაცია თურქული წარმოების ვაქცინით თურკოვაკით ჩაიტარა. მინისტრმა ე.წ. ბუსტერი გაიკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ფაჰრეთინ კოჯამ  თანამოქალაქეებს თურქული წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ  და რევაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში სამამულო  წარმოების ვაქცინა საავადმყოფოებში მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი.  თურქეთში ბოლო დღეებში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები მატულობს, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაბალი რჩება. კოჯა  თანამოქალაქეებს ურჩევს ნაკლებად გაჩერდნენ დახურულ სივრცეში და პირბადე ატარონ. 14 იანვარს თურქეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით მოსახლეობის 82,95% აიცრა, პირველით - 91,58%. 17 მილიონზე მეტი კი  მესამე დოზით აიცრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში