წინასაახალწლო კონცერტი

29 დეკემბერი 2021, 17:47 883 ნახვა

ხელვაჩაურში წინასაახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. კონცერტში ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობენ: მათ შორის ათძალი, კოლხეთი, კოლხა, ქედქედი და აჭარისწყალი. სტუმრების განწყობაზე ზრუნავენ ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლებიც. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში მოწყობილია  სივრცე, სადაც მისულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების   პროდუქცია.  საახალწლო კონცერტი 20:00 საათამდე გაგრძელდება, საღამოს დასასრულს მუსიკალურ ნომრებს   ქუჩის ბიჭები შეასრულებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში