ზურაბ აზარაშვილი არის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი, რომელსაც აქვს როგორც კერო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მედიიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, ხომ ხომ არ დაინიშნა მინისტრი ნათესაური ნიშნით და როგორ მოხდა კანდიდატურის შერჩევა.
„ის არის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი, რომელსაც აქვს როგორც კერო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. მათ შორის, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია ბატონ ზურას. ის იყო მინისტრის მოადგილე ბოლო პერიოდში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო გადაწყვეტილების მიღებისას, რომ ყოფილიყო კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც მართვის განსაკუთრებული უნარი გააჩნია.
დღეს პრემიერმაც განაცხადა, ამის შესახებ რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ შემოკლებით ვეძახით, თორემ ჯანდაცვის სამინისტროს მანდატი არის ძალიან ფართო. ის გულისხმობს დასაქმების საკითხებს, რომელზეც დღეს ვმსჯელობდით. როგორც წესი, ბევრ ქვეყანაში შრომის სამინისტროები ცალკეა ხოლმე. ასევე არსებობს სოციალური საკითხები, დევნილთა საკითხები და ა. შ.
ჯამში, ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი. მას სჭირდება მაქსიმალური პასუხისმგებლობით და გამოცდილებით მართვა. როგორ ბევრ ქვეყანაშია, არ არის აუცილებელი, იყო ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნათია თურნავა კი ამბობს, რომ გუნდს შემოუერთდა საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი.
''ჯანდაცვის სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო და სექტორი. განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში მისი რესურსტევადობა უფრო მეტად გაიზარდა და კოვიდი ჯერჯერობით არსად წასულა და ეს გამოწვევა წინ არის. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ამ თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა. ეს ერთი ამოცანაა, რასაც ახალი მინისტრი ტავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩემი აზრით უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანი.
ჩვენ გვაქვს ასეთი გამოწვევა, როგორიც არის ფასები, მათ შორის ჯანდაცვის სერვისების ხარისხი და ფასები. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ადეკვატური ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების მქონე ჯანდაცვის სერვისები. ესეც დიდად არის დამოკიდებული ჯანდაცვის სფეროს რეფორმის შემდგომ ეტაპზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.