ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის შესაჩერებლად და ასევე ინფიცირებისგან დაცვის ერთადერთი გზა რომ ვაქცინაა ეს ბოლო ორი წელია გვესმის. სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ბუსტერდოზით აიცრა. სალომე ზურაბიშვილს ორი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ ბუსტერდოზა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში გაიკეთა.