მარათონი დახმარების მოთხოვნით

25 დეკემბერი 2021, 12:04 3083 ნახვა

ბათუმელი რუსლან თავდგირიძის აქცია-მარათონი. იგი ახალწლამდე თბილისში სპორტული ძუნძულით აპირებს ჩასვლას. ამით საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს, რაც მისი თქმით ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად სჭირდება. რუსლან თავდგირიძეს რამდენიმე წლის წინ  სტიქიამ სათბურები დაუნგრია. საქმიანობის გაგრძელება მეზობლების დახმარებით შეძლო, რომლებმაც ბანკიდან სესხიც გამოუტანეს, თუმცა მალე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მუშაობა ვეღარ გააგრძელა.ვალის გადაუხდელობის გამო კი პენსიონერ მეზობლებს სახლები დაუყადაღეს. რუსლან თავდგირიძის საბანკო ვალდებულება ათი ათას ლარს აღწევს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი