პუტინის დიდი პრესკონფერენცია თითქმის 4 საათი მიმდინარეობდა

23 დეკემბერი 2021, 18:17 1211 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის -პრესკონფერენცია 3 საათი და 55 წუთი გაგრძელდა.  მან რუსი და უცხოელი ჟურნალისტების 55 კითხვას უპასუხა.  პუტინმა კრემლის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.  საუბარი ძირითადად შეეხო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას, რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებს, უკრაინის ირგვლივ სიტუაციას და სხვა საკითხებს.  რუსეთის ლიდერი დიდი პრეს-კონფერენციის ფორმატში ჟურნალისტებთან 2001 წლიდან ურთიერთობს.  პირველი მსგავსი ბრიფინგი ყველაზე ხანმოკლე იყო და იგი ერთი საათი და 35 წუთი გაგრძელდა. ყველაზე ხანგრძლივი კი 2008 წელს 4 საათი და 40 წუთი მიმდინარეობდა.  2020 წელს  პანდემიის გამო ღონისძიება ვიდეოკავშირის მეშვეობით ჩატარდა.  მაშინ პუტინმა კორონავირუსს წლის მსოფლიო ყველაზე მთავარი  პრობლემა უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში