გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველომ მომდევნო 4 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გამართა. ძირითად პრიორიტეტად ორი მიმართულება დასახელდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროგრამებისთვის 5 მილიონამდე, სატყეო სექტორის მართვაზე კი 14 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შეხვედრას აღნიშნულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციები აქვთ.