ქობულეთში მუნიციპალურ სასადილოში, უფასოდ კვების მსურველთა რიცხვი გაიზარდა. მომავალ წელს მუნიციპალიტეტს 320 ბენეფიციარისთვის დასჭირდება თანხების მობილიზება ბიუჯეტში. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თანხები გათვალისწინებულია, როგორც ეს მერიაში გვითხრეს და ახლა კომპანიასაც, რომელიც სასადილოს საკვებით მოამარაგებს, ტენდერის შედეგად შეარჩევენ. ჯერ მერიამ გამარჯვებული კომპანია ვერ შეარჩია.