„ომიკრონის“ შემთხვევების დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე - ამირან გამყრელიძე

20 დეკემბერი 2021, 14:35 1823 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იყოს.

„ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“.  ყველა ადამიანი, ვინც ორჯერ აიცრება, უნდა გაიკეთოს „ბუსტერი“. ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ იყოს ყველასთვის აუცილებელი“,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის შემთხვევები დაფიქსირდა, ეს ფაქტი მცირედით დასტაბილურებულ ეპიდსიტუაციას მალევე არ შეცვლის.

ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეპიდვითარების დასტაბილურების ტენდენცია დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება.

„ომიკრონის“ შემოსვლას საზღვარი ვერ დაიცავს და ველოდებოდით, რომ დაფიქსირდებოდა. რომ გითხრათ, ის დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე არ იქნება. სტაბილიზაციისკენ სვლა გარკვეულწილად გაგრძელდება, მაგრამ „დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ ნელ-ნელა თუ გავრცელდა, იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვქვს, რომ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იქნება ამბულატორიული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი