ჟენევის მოლაპარაკებები

14 დეკემბერი 2016, 00:00 1913 ნახვა

ჟენევეში მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი გრძელდება. დღეს, მსჯელობა ორივე სამუშაო ჯგუფში წარიმართება. ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, ქართული მხარე საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მოქალაქეების უკანონო დაკავებების, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და გალის რაიონში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვის საკითხებს დააყენებს. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა დევნილების დაბრუნება იქნება. ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯასა და უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი