საქართველოში კორონავირუსის 3123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

16 დეკემბერი 2021, 10:55 968 ნახვა

16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 215 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 684 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.86%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა - 243, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 211, გურია - 88, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 214, კახეთი - 160, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 168 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 325, აჭარაში - 514, იმერეთში - 1 253. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 476 პირი, მათ შორის, თბილისში - 589, აჭარაში - 119, იმერეთში - 442. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 724 - თბილისში, 256 - აჭარაში. 32 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი