შეუწყდება თუ არა დავით თარხან მოურავს უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი ვადამდე ადრე, ეს 15 დეკემბერს გაირკვევა. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს. დავით თარხან-მოურავმა უმაღლეს საბჭოს განცხადებით 30 ნოემბერს მიმართა. 15 დეკემბერის პლენარული სხდომის დღის წესრიგით სულ ორ საკითხზე განიხილავენ, რითაც საშემოდგომა სესია დაიხურება.