აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

15 დეკემბერი 2021, 11:09 664 ნახვა

15 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 130 პირი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 299 საიდანაც: 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 509. მძიმე პაციენტია 124, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 38 ადამიანი. 

1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 261 - აჭარაში. 33 268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 404 ადამიანი.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი