თუ საპატრიარქო ჩაერთვება ამ პროცესში, ძალიან წარმატებული იქნება - გიული ალასანია

13 დეკემბერი 2021, 18:28 1176 ნახვა

თუ საპატრიარქო ჩაერთვება ამ პროცესში, ძალიან წარმატებული იქნება - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მეუფე იაკობის ინიციატივას, რომელმაც საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა და მხარეებს ეკლესიაში შეკრება შესთავაზა. 

მისივე თქმით, საპატრიარქო საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლოს და მისი პროცესში ჩართულობა წარმატების გარანტია. 

"საპატრიარქოს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, მაღალი ნდობა აქვს საზოგადოების. ასე რომ, თუ საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვებოდა ამ პროცესში, ვფიქრობ, წარმატებული იქნება უსათუოდ. მე ყოველთვის სიამოვნებით შევხვდები პატრიარქს, რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალიან მომწონს მათი ეს ინიციატივა, ძალიან კარგია,"- განაცხადა გიული ალასანიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში