საქართველოში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

13 დეკემბერი 2021, 11:04 1019 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 264 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 922, „პისიარ“ ტესტით – 7 342.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 7,8%, ბოლო 7 დღის – 7,45%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 216, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 98, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 65, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 837 263 გამოჯანმრთელდა, 12 777 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 311 840 აცრა, დღიურად აცრილია 2 500.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი