კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო რიო-დე-ჟანეიროში ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდება. ამის შესახებ ქალაქის მერმა ედუარდო პაესმა განაცხადა.
რიოში მასშტაბური ღონისძიებები, გრანდიოზული ფოიერვერკი და კოსტიუმირებული შოუ იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის ახალმა შტამმა, "ომიკრონმა" ყველა გეგმა ჩაშალა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი ომიკრონის შტამით ინფიცირების მხოლოდ 5 შემთხვევაა გამოვლენილი.