რატომ გადადგა ეკატერინე ტიკარაძე? 

10 დეკემბერი 2021, 15:07 1451 ნახვა

რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი? კითხვა პასუხგაუცემელია და ამაზე არც თავად  უკვე ყოფილმა მინისტრმა ისურვა განმარტებები.

მიზეზებს ვერ ხსნიან მისივე თანაგუნდელები და უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის იყო დაპირისპირება. პირიქით, მმართველ გუნდში გუნდურობას  უსვამენ  ხაზს, თუმცა ამასთან თქვეს ისიც, რომ პანდემიასთან ბრძოლის  გარკვეული ეტაპი ჩავლილია და ახლა ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც მათი მტკიცებით,  ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება.  

მაგალითად ტიკარაძის მოადგილემ ისიც თქვა,  რომ ცვლილებების დროა. თავად გაბუნია მინისტრის პოზიციაზე მის  კანდიდატურას არ განიხილავს, ამიტომ  ისევე როგორც ტიკარაძის გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია მისი  მომავალი მინისტრის ვინაობაც.  

ოპოზიციაში  მიაჩნიათ, რომ  ტიკარაძის წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და რომ, მთავრობის დაშლა დაწყებულია.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი