ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

09 დეკემბერი 2021, 11:19 12306 ნახვა

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში, კაცმა ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია სოფელში დღეს დილით გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია 22 წლის ბიჭი და  დედა.

მეზობლების თქმით, კაცის მეორე შვილმა სახლიდან გაქცევა მოასწრო და მეზობელს შეატყობინა. ტრაგედიის დროს სახლში იყო ამავე კაცის დედაც. მათივე განცხადებით, ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონიათ.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სამართალდამცველები.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი