ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი იწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარე განსახილველ საკითხებად მცოცავ ოკუპაციას, გატაცებებს, ადამიანის უფლებების დარღვევასა და საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს დააყენებს.
წინა 54-ე რაუნდზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, ქართულმა მხარემ მთავარ საკითხებად წარმოადგინა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.
ჟენევაში მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 7-8 დეკემბერს გაიმართება.