საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისა და საერთო ინტერესის საკითხების განხილვისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.