ევროპარლამენტის რეზოლუციას ვერანაირ ძალას ვერ მოაკლებს „ქართული ოცნების“ ვერანაირი რიტორიკა - პირიქით, ეს გახდება ძალიან სერიოზული, ახალი იმპულსის მიმცემი პერსონალური სანქციების პოლიტიკისა ეროვნულ დონეზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში 13 თებერვალს საქართველოს საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას და ინფორმაციას, რომ რეზოლუცია გარკვეული პირების სანქცირებას შეეხება.
თემაზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც.