მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის

07 დეკემბერი 2021, 11:09 920 ნახვა

დღეს ვიდეო კონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებები შედგება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.

მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინშეხვედრა ჯო ბაიდენისთვის იქნება იმის შესაძლებლობა, რომ „ხაზი გაუსვას აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობასთან დაკავშირებით და მორიგ ჯერზე დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

შეერთებული შტატების მიზანია, დაარწმუნოს რუსული მხარე შეწყვიტოს უკრაინის საზღვარზე სამხედროების მობილიზება.

გარდა ამისა, თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ბაიდენი და პუტინი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხს შეეხებიან, მათ შორის სტრატეგიულ სტაბილურობას, რეგიონულ საკითხებსა და სხვა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ვლადიმირ პუტინის სასაუბრო თემები იქნება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობა და ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში